ცოტა რამ ჩვენზეც, სტუდენტებზე

რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ არაორგანიზებულობაზე უნივერსიტეტში, ბიუროკრატიულ სისტემაზე, უპასუხისმგებლობაზე, გულგრილობასა და პასუხისმგებლობის თავიდან აცილებაზე აზრი არ ექნება თუ ერთი ორი სიტყვით სტუდენტობასაც არ შევეხეთ.  რომ არ ვთქვათ რანაირები ვართ სტუდენტები არ შეიძლება.

წარმოვიდგნოთ, რომ უნივერსიტეტში ყველაფერი თავის ადგილას დგას: საოცრად ორგანიზებული ადმინისტრაცია, შესანიშნავი სასწავლო პროგრამა, უსაინტერესოესი ლექციები, უმდიდრესი ბიბლიოთეკა, უძლიერესი გამომცემლობა, დაკრიალებული სველი წერტილები, მბზინავი აუდიტორიები, ქათქათა ლაბორატორიები, მინი სტუდიები ჟურნალისტებისთვის, პატარა გადასაღები მოედნები მომავალი რეჟისორებისთვის, სპორტული გუნდებისთვის სპორტული დარბაზები და საცურაო აუზები, გემრიელი საჭმელებით სავსე კომფორტული კაფე, წიგნების მაღაზია…. (რამე ხომ არ გამოგვრჩა? დანარჩენი თქვენ ჩაუმატეთ სურვილისამებრ). ამ ყველაფრით ვინ უნდა ისარგებლოს? შემოქმედებითობისგან დაცლილმა სტუდენტობამ?

არსებობენ რამდენიმე კატერგორიის სტუდენტები:
Read the rest of this entry »

ტრანსფორმერი ცხრილები

ჩვენი ცხრილები სხვა არაფერია თუ არა ერთი დიდი თავსატეხი.

როდემდე უნდა  გაგრძელდეს ჩვენი ტანჯვა?ცხრილების ხევა და თავიდან შეგდენა?

უპირველესი ამოცანა, რომელიც უნივერსიტეტის ადმინისტრაციას აკისრია, ცხრილების სწორად შედგენაა. თანაც ისე, რომ სწავლის დაწყებამდე კარგა ხნით ადრე უნდა იცოდნენ სტუდენტებმა ზუსტი ცხრილები. თუ რეგისტრაცია სწავლის დაწყებიდან ლამის თვენახევრით ადრე უნდა დაიწყოს, რატომ არ უნდა ვიცოდეთ ერთი თვით ადრე ზუსტი ცხრილი?

Read the rest of this entry »

სტუმრის პოსტი N3

კიდევ ერთ სტუმრის პოსტს გთავაზობთ.
პოსტის ავტორია დავით ჩიხლაძე. სტატია ძალიან მოგვეწონა და ვთხოვეთ უფლება მოეცა ჩვენს ბლოგზე განგვეთავსებინა. დათოს უარი არ უთქვამს, მხოლოდ გვთხოვა აღგვენიშნა, რომ ის ჩვენი გუნდის წევრი არ არის და როგორც სტუმარი ისე ათავსებს საკუთარ პოსტს ჩვენს ბლოგზე.

სირ-ტაკი „თსუ„-ში


“ჩვენ გვსურს გავანადგუროთ მუზეუმები, ბიბლიოთეკები და ყველანაირი აკადემიები, გვსურს ბრძოლა მორალიზმის, ფემინიზმისა და ყოველნაირი ოპორტუნისტული თუ უტილიტარული სიმხდალის წინააღმდეგ.”
Read the rest of this entry »