სტუდენტის უფლებები (2)

ეს კი ამონარიდი თსუ-ს წესდებიდან, სტუდენტის უფლებებისა და მოვალეობების შესახებ.

თავი VI

სტუდენტი

მუხლი 54. უნივერსიტეტში სტუდენტად მიღება

1. უნივერსიტეტის სტუდენტი არის პირი, რომელიც “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონითა და უნივერსიტეტი წესდებით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს უნივერსიტეტში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დიპლომირებული სპეციალისტის, ასევე დოქტორანტურის პროგრამის გასავლელად.

2. უნივერსიტეტი მაგისტრატურაში მიღების წესს განსაზღვრავს შესაბამისი ფაკულტეტის დებულება. უნივერსიტეტი დოქტორანტურაში მიღების წესს ადგენს შესაბამისი ფაკულტეტის დებულება.
მუხლი 55. სტუდენტის უფლებები

1. უნივერსიტეტის სტუდენტს უფლება აქვს:
ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება;
ბ) მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის მეცნიერულ კვლევაში;
გ) უნივერსიტეტის შინაგანაწესითა და სტრუქტურული ერთეულების დებულებებით დადგენილი წესით თანაბარ პირობებში ისარგებლოს უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტის საქმიანობის, მათ შორის, საფინანსო და ეკონომიკური საქმიანობის შესახებ;
ე) საყოველთაო, პირდაპირი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით აირჩიოს წარმომადგენელი და არჩეულ იქნეს სტუდენტური თვითმმართველობის, ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის წარმომადგენლობით ორგანოებში;
ვ) თავისუფლად დააფუძნოს ან/და გაერთიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციებში თავისი ინტერესების შესაბამისად;
ზ) თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და დასაბუთებული უარი თქვას იმ იდეათა გაზიარებაზე, რომელსაც სთავაზობენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას;
) საქართველოს კანონმდებლობისა და უნივერსიტეტის წესდების შესაბამისად სახელმწიფოსგან, უნივერსიტეტისგან ან სხვა წყაროებიდან მიიღოს სტიპენდია, ფინანსური ან მატერიალური დახმარება, სხვა სახის შეღავათები;
ი) აირჩიოს სასწავლო პროგრამა;
კ) მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური სასწავლო პროგრამის შემუშავებაში;
ლ) პერიოდულად მოახდინოს უნივერსიტეტი აკადემიური პერსონალის მუშაობის შეფასება;
მ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება;
ნ) მოითხოვოს ცოდნის სამართლიანი შეფასება და დადგენილი წესით გაასაჩივროს არასასურველი საგამოცდო შედეგები.

2. უნივერსიტეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებისთვის
აწესებს შეღავათებს მათი სრულფასოვანი განათლებისათვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად, რაც შეიძლება გამოიხატოს მათთვის სტიპენდიის დანიშვნის, სპეციალური მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნის თუ სხვა შეღავათების დადგენაში.

მუხლი 56. სტუდენტის ვალდებულებები

სტუდენტი ვალდებულია უნივერსიტეტის მიერ დადგენილი პროგრამის მიხედვით ისწავლოს ყველა ის საგანი, რომელიც საკუთარი სურვილით აირჩია და რომლის სწავლება სავალდებულოა, დაიცვას უნივერსიტეტის წესდება და შინაგანაწესი.

მუხლი 57. სტუდენტის დისციპლინური პასუხისმგებლობა

სტუდენტის დისციპლინური პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, უნივერსიტეტი შინაგანაწესით, ეთიკის კოდექსითა და დისციპლინური პასუხისმგებლობის წესით.

მუხლი 58. სტუდენტური თვითმმართველობა

1. უნივერსიტეტში ფარული კენჭისყრით, საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი არჩევნების საფუძველზე იქმნება ფაკულტეტების მიხედვით არჩეული სტუდენტური თვითმმართველობა.

2. ფაკულტეტებზე არჩეული სტუდენტური თვითმმართველობების ერთობლიობა წარმოადგენს უნივერსიტეტის თვითმმართველობას, რომელიც შეიმუშავებს სტუდენტური თვითმმართველობის დებულებას.

3. სტუდენტური თვითმმართველობა თავისი დებულების შესაბამისად:
ა) უზრუნველყოფს სტუდენტთა მონაწილეობას უნივერსიტეტის მართვაში;
ბ) ხელს უწყობს სტუდენტთა უფლებების დაცვას;
გ) ირჩევს წარმომადგენლებს ფაკულტეტის საბჭოში;
დ) უფლებამოსილია შეიმუშავოს წინადადებები ფაკულტეტის ან უნივერსიტეტის მართვის სისტემისა და სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რომელთაც წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს, წარმომადგენლობით საბჭოსა და აკადემიურ საბჭოს;
ე) განახორციელებს დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს;
ვ) მონაწილეობას იღებს სტუდენტის მიმართ დისციპლინური საქმის განხილვაში.

4. უნივერსიტეტის ადმინისტრაციას უფლება არა აქვს ჩაერიოს სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში.

5. უნივერსიტეტის ბიუჯეტში სტუდენტური თვითმმართველობის ღონისძიებებისთვის განსაზღვრული ასიგნება არ უნდა იყოს უნივერსიტეტის საკუთარი შემოსავლების 1%-ზე ნაკლები.

მუხლი 59. სტუდენტის სტატუსის შეჩერება და შეწყვეტა

სტუდენტის სტატუსის შეჩერება ან შეწყვეტა ხდება აკადემიური საბჭოს მიერ დადგენილი წესით.

სტუდენტის უფლებები (1)

შევამჩნიეთ, რომ სტუდენტებს არ აქვთ სრული ინფორმაცია საკუთარი უფლებების შესახებ. ამითომ გთავაზობთ ამონარიდს საქართველოს უმაღლესი განათლების კანონიდან:

თავი VI

სტუდენტი

მუხლი 43. სტუდენტის უფლებები

1. სტუდენტს უფლება აქვს:
ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება;
ბ) მონაწილეობა მიიღოს მეცნიერულ კვლევაში;
გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით, შინაგანაწესითა და დებულებებით დადგენილი წესით
თანაბარ პირობებში ისარგებლოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მატერიალურ-ტექნიკური,
საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობის, მათ შორის, საფინანსო და ეკონომიკური საქმიანობის შესახებ;
ე) საყოველთაო, პირდაპირი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით აირჩიოს
წარმომადგენელი და არჩეულ იქნეს სტუდენტური თვითმმართველობის, ფაკულტეტისა და უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის წარმომადგენლობით ორგანოებში ამ კანონისა და უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების შესაბამისად;
ვ) თავისუფლად დააფუძნოს ან/და გაერთიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციებში თავისი ინტერესების შესაბამისად;
ზ) თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და დასაბუთებული უარი თქვას იმ იდეათა გაზიარებაზე, რომელსაც
სთავაზობენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას;
თ) საქართველოს კანონმდებლობითა და მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით
განსაზღვრული წესით სწავლების მეორე წლიდან გადავიდეს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და
მოახდინოს მისთვის გამოყოფილი სახელმწიფო დაფინანსების ამ დაწესებულებაში გადატანა;
ი) საქართველოს კანონმდებლობისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების შესაბამისად
სახელმწიფოსგან, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისგან ან სხვა წყაროებიდან მიიღოს სტიპენდია,
ფინანსური ან მატერიალური დახმარება, სხვა სახის შეღავათები;
კ) აირჩიოს სასწავლო პროგრამა;
ლ) მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური სასწავლო პროგრამის შემუშავებაში;
მ) პერიოდულად მოახდინოს აკადემიური პერსონალის მუშაობის შეფასება;
ნ) განახორციელოს ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება.

2. დოქტორანტი შეიძლება არჩეულ იქნეს ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე. უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების მართვის ორგანოების არჩევნებში იგი მონაწილეობს, როგორც სტუდენტი.

3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებისთვის აწესებს
შეღავათებს მათი სრულფასოვანი განათლებისათვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად, რაც განისაზღვრება
მოქმედი კანონმდებლობით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებითა და შესაბამისი ფაკულტეტის
დებულებით.

4. სტუდენტის მიერ აკადემიური პერსონალის თანდასწრებით გამოთქმული პირადი ინფორმაცია, ასევე ინფორმაცია
საკუთარი შეხედულებების, რწმენისა და პოლიტიკური მრწამსის შესახებ, რომელიც ამ უკანასკნელისთვის ცნობილი
გახდა სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, აგრეთვე ინფორმაცია სტუდენტის მიმართ დისციპლინური ღონისძიების
გატარების შესახებ კონფიდენციალურია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს სტუდენტის ნებართვა, ან
ადმინისტრაციის კანონიერი ინტერესი დაიცვას სხვისი უსაფრთხოება და კანონით დაცული უფლებები. ინფორმაცია
სტუდენტის აკადემიური მოსწრებისა და მის მიმართ დისციპლინური ღონისძიებების გატარების შესახებ უნდა
ინახებოდეს განცალკევებულად. სტუდენტის შესახებ ინფორმაციის შენახვისას ადმინისტრაცია ვალდებულია
იხელმძღვანელოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.

5. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ეკრძალება საკუთარი უფლებამოსილებისა და მატერიალურ-
ტექნიკური ბაზის იმგვარად გამოყენება, რამაც შეიძლება შექმნას ცენზურის დაწესების საფრთხე ან შეზღუდოს
გამოხატვის თავისუფლება, გარდა ამავე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

6. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს სტუდენტის ცოდნის სამართლიანი
შეფასება, რისთვისაც შეიმუშავებს სათანადო პროცედურებს.

7. სტუდენტის მიმართ დისციპლინური დევნა უნდა იყოს დისციპლინური გადაცდომის პროპორციული და შეიძლება
განხორციელდეს მხოლოდ უმაღლესი საგანმანთლებლო დაწესებულების წესდებით, შინაგანაწესით
გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით, ამ კანონის გათვალისწინებითა და სამართლიანი პროცედურის გზით.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია შეიმუშაოს სტუდენტის ეთიკის კოდექსი, რომელიც
შესაძლებელია აწესებდეს შეზღუდვას სტუდენტის ქცევაზე, თუ ეს დაკავშირებულია საგანმანათლებლო პროცესის
წარმართვასთან. უმაღლესი საგანმანათლებ- ლო დაწესებულება ვალდებულია დეტალურად განსაზღვროს ქცევის
წესი, რომელიც იწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას.

8. სტუდენტის მიმართ დისციპლინური დევნის წამოწყება არ უნდა ზღუდავდეს სტუდენტის უფლებას მონაწილეობა
მიიღოს სასწავლო პროცესში, გარდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებითა და შინაგანაწესით
გათვალისწინებული შემთხვევებისა, თუ ეს საფრთხეს უქმნის სხვისი უფლებების, ჯანმრთელობის, საგანმანათლებლო
დაწესებულების საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვას. სტუდენტის დისციპლინური დევნის საკითხს წყვეტს
ფაკულტეტის საბჭო. სტუდენტს უფლება აქვს დაესწროს თავისი საქმის განხილვას.

9. დისციპლინური დევნის განხორციელებისას სტუდენტს უფლება აქვს:
ა) წერილობითი ფორმით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყების
შესახებ;
ბ) დაესწროს დისციპლინური დევნის საკითხის განხილვას და ისარგებლოს დაცვის უფლებით;
გ) მიაწოდოს საბჭოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია და მტკიცებულებები;
დ) მონაწილეობა მიიღოს ფაკულტეტის საბჭოს მიერ მოპოვებული მტკიცებულებების გამოკვლევაში;
ე) მოითხოვოს მის მიმართ დისციპლინური დევნის შესახებ საკითხი განხილულ იქნეს საჯარო სხდომაზე.

10. დისციპლინური დევნის საკითხის განხილვისას მტკიცების ტვირთი აწევს ბრალდების მხარეს. დისციპლინური
დევნის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და ემყარებოდეს საქართველოს
კანონით და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებითა და შინაგანაწესით გათვალისწინებული წესით
მოპოვებულ მტკიცებულებებს. ყველა მტკიცებულება, რომელიც დისციპლინური დევნის საფუძველია უნდა
გამოიკვლიოს ფაკულტეტის საბჭომ.

11. სტუდენტს უფლება აქვს სასამართლოში გაასაჩივროს ფაკულტეტის მიერ მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება.

12. სტუდენტის სტატუსი წყდება შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისას ან უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

მუხლი 44. სტუდენტის ვალდებულებები

სტუდენტი ვალდებულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი პროგრამის მიხედვით
ისწავლოს ყველა ის საგანი, რომელიც საკუთარი სურვილით აირჩია და რომლის სწავლება სავალდებულოა, დაიცვას
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდება და შინაგანაწესი.

მუხლი 45. სტუდენტთა თვითმმართველობის უფლებები

1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფარული კენჭისყრით, საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი
არჩევნების საფუძველზე იქმნება ფაკულტეტების მიხედვით არჩეული სტუდენტური თვითმმართველობა.

2. ფაკულტეტებზე არჩეული სტუდენტური თვითმმართველობების ერთობლიობა წარმოადგენს უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების თვითმმართველობას, რომელიც შეიმუშავებს სტუდენტური თვითმმართველობის
დებულებას.
3. სტუდენტური თვითმმართველობა თავისი დებულების შესაბამისად:
ა) უზრუნველყოფს სტუდენტთა მონაწილეობას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვაში;
ბ) ხელს უწყობს სტუდენტთა უფლებების დაცვას;
გ) ირჩევს წარმომადგენლებს ფაკულტეტის საბჭოში;
დ) უფლებამოსილია შეიმუშავოს წინადადებები ფაკულტეტის ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
მართვის სისტემისა და სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რომელთაც წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს,
წარმომადგენლობით საბჭოსა და აკადემიურ საბჭოს;
ე) განახორციელებს დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას უფლება არა აქვს ჩაერიოს სტუდენტური
თვითმმართველობის საქმიანობაში.

სტუმრის პოსტი N3 კონფორმიზმი და სტუდენტობა

ესეც სტუმრის მორიგი პოსტი!

ვშვებით რამეს?

ეს ორი ურთიერთშეუსაბამო სიტყვა (კონფორმიზმი და სტუდენტობა) სამწუხაროდ მშვენივრად შეერწყა ერთმანეთს ქართულ რეალობაში. გულდასაწყვეტია , როდესაც უყურებ ან იხსენებ ევროპულ სტუდენტურ მოძრაობებს ,წამიერად წყდები რეალობას და ჰეროიკულ რომანტიზმში იძირები ,დიახ გულდასაწყვეტია , რადგან მეორე დღეს უნივერსტეტში მიდიხარ და გახსენდება , რომ აქ სტუდენტებს არა თუ სოციალური , მოძრაობების აგორება არამედ თვით უნივერსტეტის პრობლემებზეც (რაც უშუალოდ მათ განათლებას და ჯიბეს ეხება) არ შეუძლიათ ზრუნვა . თან ხედავ მაგრამ არ ხვდები (ან პირიქით) როგორ იძირები სხვებივით ორმხრივი კმაყოფილების , მყრალ წყალში.

ძმებო , ვშვებით რამეს?

არსებობს კონფორმისტის სხვადასხვა სახე , ასევე არსებობს კონფორმისტი სტუდენტის ნაირსახეობანი : ერთნი რომლებსაც არ აინტერესებთ სწავლა და პონტის აგდებას ცდილობენ , მეორენი რომლებსაც აინტერესებთ სწავლა , თუმცა განვითრების ისეთ დონეზე მოისაზრებენ თავს , რომ ლექციაზე ხმასაც ვერ დააცდევინებ (მასისი იქით დგანან) ,მესამენი კი რომლებიც ვირული შრომით და შემართებით აგროვებენ კრედიტებს და დროგამოშვებით მტვერს გაედაწმენდენ ხოლმე, ამ საკრალულ ციფრებს. უი კიდევ იქნება რამე შუალედურ–გარდამავლი სახეები , თქვენ დაამატეთ.

ჰა ვშვებით რამეს?

ხოდა , არსებობს გარემოს მიერ მოწოდებული მოცემულობა რომელიც ან უნდა იგემო ან უნდა დაგმო. ჩვენ სტუდენტებს კი რატომღაც ეს მოცემულობა შეუცვლელად და ბუნებრივად მიგვაჩნია. ხოო! თუ ბუნებრივად არ მიგვაჩნია მაშ რატომ ვართ ჩუმად ,არ თქვა კონფორმისტები ვართო. ერთ წამს თუ ეგ ბუნებრივი მდგომარეობა არაა და არც კონფორმისტები ვართ , რა ხდება .? რა ხდება და იქამდე მივდივართ , რომ სწავლა არც ისე მნიშვნელოვანია , რომ უნივერსტეტზე ვიზრუნოთ და გავაპროტესტოთ რამე? ესეიგი დიპლომი ყოფილა მნიშვნელოვანია?ჰააააა! კარგად დაფიქრდი!!! ეგაა? არა !? კაი მაშ რამეს მოვიფიქრებ კიდე….

ჰა ვშვებით მეთქი რამეს!?

ხოდა ამბობენ რაღაც ორგანო არსებობს , კაი კაი ექსკურსიებს და კანცერტებს აცხობსო. სახელი აღარ მახსოვს რა ქვია.ეგ კიარა ექსკურსიები მეთქი რო ვამბობ , უფასოა ისე კიარაა .ხოდა თურმე , სწავლების დონის ამაღლებაზე , ყოველმხრივ ზრუნავენ, ხშირად უწევთ ბრძოლა სისტემის , ხელმძღვანელობის წინააღმდეგ . დღემდე ვერ ეგუებიან სწავლის საფასურის გაორმაგებას ,ერთი სიტყვით იმხელა პროტესტის გრძნობა აქვთ ,ჰიპებსაც შეშურდებოდათ..საოცრად დემოკრატიულია ეს სტრუქტურა , და თუ გააკრიტიკე , არანაირი პიროვნული წყენა არ უჩნდებათ .სრულიად აცნობიერებენ რომ სტრუქტურას წარმოადგენენ და კრიტიკა მათთვის მისაღებია , მეტიც გაგიკვირდებათ და აუცილებელიცაა !


ჰა ვშვებით მეთქი ძმებო რამეს?

ხოდა ზოგი ლექტორი აცდენსო , აგვიანებსო არ გვასწავლისო.ჩვენც დავზდევთ ამ ლექტორებს , (კოლექტიური პროტესტზე იყოლიებს ერთი სხვებს და მერე მარტო შევატოვებთ ხოლმე ერთს , ლექტორის მოსვლის დროს) თვითმართველობა გეუბნება მე მითხარითო , ეტყვი გააგდებენ და რა მერე? რადა იგი წავა და სხვა მოვა..
პრობლემა ლექტორში არაა, პრობლემა სისტემაშია , ლექტორი პიროვნებაა , ჩვეულებრივი ადამიანი რომელსაც (თუ არ აქვს განსაკუთრებულად კეთლი ნება) სისტემა აძლევს ცუღლუტობის საშუალებას.ანუ გარემო და მექანიზმი არ უნდა აძლევდეს ე.წ. ცუღლუტობის საშუალებას.შევხედოთ ცივად , ანუ უნდა გავაცნობიეროთ ერთი ფაქტი , ლექტორი ვალდებულია იაროს და ჩაატაროს ლექციები , როგორც ჯერ არს , ხოლო სტუდენტი არაა ვალდებული იაროს და ისწავლოს ,სტუდენტი ვალდებულია დაიცვას ყოფა–ქცევის წესები.

ჰა ძმებო ვშვებით მეთქი რამეს?

ხოდა ერთხელაც მიდიხარ , უნივერსტეტში და ხვდები ყელში ამოგივიდა ეს დამპალი ,ორმხირივი კმაყოფილება ( თან დუჩკე ან ვინმე პროტესტანტი სტუდენტი გახსენდება ტელევიზორიდან ), მწარდები და მთელი ხმით ღიალებ :

ჰა ვშვებით რამეს !?

Follow

Get every new post delivered to your Inbox.