სისუფთავე და ჰიგიენა vs ანტისანიტარია 2 (აუდიტორიები თსუ-ში)

აი, დავუბრუნდით ყველაზე აქტუალურ თემას აკადემიური საკითხების შემდეგ. ამ პოსტში მარტო ჰიგიენაზე არ იქნება საუბარი, ცოტა ინფრასტრუქტურაზეც გადავალთ, მაგრამ სხვანაირად აუდიტორიებზე საუბარი არ გამოდის.

მაშ ასე, არის ჩვენი აუდიტორიები სისუფთავის ეტალონი? ეტალონი კი არა მიახლოებულიც არ არის იდეალთან, ჩანთა რომ დაგივარდეს აღება არ მოგინდება, მაშინვე მაღაზიაში გაიქცევი ახლის საყიდლად. ასე ერთი შეხედვით იატაკს შეიძლება არც არაფერი ჭირს, გარდა იმისა, რომ ჭრაჭუნებს და ადგილ-ადგილ პარკეტი ამოყრილია. აი, რომ ნახოთ დამლაგებლები, როგორ ალაგებენ! ჯერ, ხომ დალაგების დრო განსაზღვრული არ აქვთ, ამ საწყალ დამლაგებლებს. სამუშაო დრო დილას ეწყებათ და ასე, რომ დილას თუ სადმე გაქვს ლექცია, ნებისმიერ რევოლუციონერს რომ შეშურდება, ისეთი ბარიკადი დაგხვდება აუდიტორიასთან. პარალელურად ისმის დამლაგებლის ომახიანი ყვირილი, ვერავინ ვერ უნდა გაბედოს ამ დროს აუდიტორიაში შესვლა, თვით ლექტორები უნდა აიტუზონ კარებთან და ელოდონ როდის “დალაგდება” აუდიტორია. დალაგებაში კი რას გულისხმობენ ახლავე მოგახსენებთ. საუკუნეების იატაკის ჯოხზე წამოცმულია, რაღაც ასევე საუკუნეებგამოვლილი ძონძი, რომელიც გაჟღენთილია მთელი კორპუსის მტვრით და არ გარეცხილა არასდროს მგონი. სავარაუდოა, რომ ეს მასა ამოვლებულია, რაღაც სითხეში, რომელიც კვალს ტოვებს, კვალი კი არის აზუზნული მტვრის გროვა და ბუღი. კიდევ კარგი აუდიტორიების დალაგებაში მხოლოდ იატაკის მოწმენდა შედის, თორემ წარმოიდგინეთ მსგავსი ტილო, რომ ფანჯრებს წაუსვან, დარეჯანის გაქონილი ფანჯრები მოგონება იქნებოდა. “გაკრიალებულ” იატაკზე შეაბიჯებ, ამ დროს კი ჭერიდან გაზულუქებული ობობა ჩამოცოცდება. ფანჯრებს გახედავ და საუკუნეების ტალახი ადევს, ხანდახან წვიმა, თუ ჩამორეცხს ხოლმე, სულ ესაა. დღის განათებებს აღარ იკითხავთ? ჯერ ხომ აუდიტორიების უმეტესობაში, კომუნისტებისგან მემკვიდრეობით მიღებული დიდი ბრები კიდია და თანაც მას შემდეგ არ გაწმენდილა. მათში რაც კი პეპელა შეფრენილა უკან ხომ ვეღარ გამოფრენილა, საკუთარი ნებით და არც არავის გაუთავისუფლებია ხაფანგისგან, სიკვდილის შემდეგაც კი. აუდიტორიაში იატაკის მეტი არაფერი არ “ლაგდება”. განსაკუთრებით ცუდ დღეშია ის აუდიტორიები, სადაც წყალი ჩამოდის, იქ შეხედვა ხომ საერთოდ არ ღირს.

როგორ გამოიყურება თსუ-ს ტიპიური აუდიტორია?

ჰა, ჰა ახალი მერხები იდგეს და დაფა ეკიდოს ახალი. ისე დგას ძველი მერხები, ფანჯრები, ნათურები და თაროები მტვრით დაფარულია, იატაკი ჭრაჭუნა და ზუნზლიანი, ორმოებით. მთელ ამ ხლამთან ერთად ხშირად ახალთახალ პროექტორსაც გადააწყდებით, რომელიც შეგეცოდებათ, რადგან სულ მალე ისიც ამ მდგომარეობაში აღმოჩნდება. უი, კიდევ დაგვავიწყდა ათასი უაზრო რკინის კონსტრუქცია და გარეგაყვანილობების ჯარი, დაბზარული ჭერი და კედლები. დაბზარულ ჭერსა და კედლებს კიდევ გაუძლებდა კაცი, ოდნავ მაინც რომ ცდილობდნენ აუდიტორიების დასუფთავებას. საშინელებაა მტვრის სუნიან აუდიტორიაში ჯდომა, თან როცა იქიდან გამოსული სულ თეთრი ხარ, ან ხელები რაღაც წებოვანი მასით გაქვს დაფარული. ამას ემატება საღეჭი რეზინების მთები მერხებზე. დამლაგებლები არ ალაგებენ არ ალაგებენ, მაგრამ თქვენ მაინც რა გჭირთ?! იმას, მაინც ვერ დაუკარგავ უნივესიტიტეტის დასუფთავების სამსახურს (თუ არსებობს მსგავსი), რომ თითო დერეფანში მინიმუმ ორი ურნა დგას და განსაკუთრებით ბედნიერ შემთხვევებში აუდიტორიაშიც მოიძებნება ერთი.

ამ თემის წერისას სხვა უნივერსიტეტების აუდიტორიებს ვათვარიელებდით და რამდენიმემ მიიპყრო ჩვენი ყურადღება.


მაღლივის მეორე სართულის აუდიტორიების ამდაგვარად გარდაქმნა, სულაც არაა რობლემა (ხომ არის მსგავსება, თუ გაწკრიალებულ რბიალ იატაკს, ურბილეს სკამებსა და გამჭირვალე ფანჯრებს არ ჩავთვლით?!)

ამ აუდიტორიების ასლების გაკეთება, კი ქიმიისა და ფიზიკის დიდ აუდიტორიებში შეიძლება.

ასეთ გარემოში, რომ სწავლა გაცილებით უფრო სახალისოა და სტუდენტს მოტივაციას მატებს,  ახალი აღმოჩენა არ არის. მთავარი კი ამ აუდიტორიებში სისუფთავეა. ყოველი კუთხე-კუჭული სუფთაა, თანაც თუ განათებას დააკვირდებით სულ სხვანაირია, იმიტომ რომ ამ განათებებს მუდმივად წმენდენ. თუმცა აქვე ისიც ვთქვათ, რომ თუ სტუდენტი თავად არ გაუფრთხილდა ინფრასტრუქტურას, რაც არ უნდა მოდერნიზებული აუდიტორიები იყოს, სულ მალე ტაიფუნგადავლილს დამეგვანება. თუმცა ახლა რა ჩვენი ბრალია, გამონგრეული კედლები, რომ გვაცდუნებენ კიდევ უფრო გამოგვჩიჩქნეთო.

დანგრერულ კედლებსაც გავუძლებთ, ჩანგრეულ იატაკსაც (არა რემონტიც გვინდა, როგორ არა, მაგრამ ეს მაინც შორეული ოცნებაა, მანამდე კი ჯობია სისუფთავის სუნი დადგეს თსუ-ში) მაგრამ მტვერს და ნაგავს ვერა. დაალაგეთ ყოველდღე აუდიტორიები, დაალაგეთ და არა დააბინძუროთ, გაწმინდეთ ფანჯრები, თუნდაც 2 კვირაში ერთხელ, გაწმინდეთ და გაარემონტეთ ყველა დღის განათება ისე, რომ კაშკაშა შუქი იყოს აუდიტორიებში, გადაწმინდეთ მტვერი მერხებზე, მაინცდამაინც ჩვენი მკლავების მოიმედენი ნუ იქნებით. ერთხელ და სამუდამოდ ამ თემაზე ხომ უნდა მორჩეს წუწუნი? დალაგების ინსტურმენტებად კი ნუ გამოიყენებთ ბინძურ ტილოებს და გაუგებარ ხსნარებს. ათასი საშუალება არსებობს, რომლებსაც შეუძლიათ ახალ აუდიტორიებად აქციოს, ჩვენი მტვრის სუნიანი ოთახები. გასაგებია, რომ ამ ყველაფერს თანხები ჭირდება, მაგრამ არ გვგონია, რომ უნივერსიტეტს ამისთვის ახლა არ ჰქონდეთ საჭირო თანხა გამოყოფილი, ან არ შეეძლოს გამოყოფა. ახლა თუ არის გამოყოფილი საჭირო თანხები, მაშინ კონტროლი არ მიდის კარგი, თუ კი არაა თანხები გამოყოფილი, მაშინ გამოყავით, როდემდე შეიძლება მტვრიან ადუტიტორიებში ამოხრჩობა? ისე ამ დამლაგებლებს კი ცალკე ტრენინგი არ აწყენდათ, რა და როგორ უნდა დაალაგონ: უყიდეთ მათ სათანადო აღჭურვილობა (იატაკის თანამედროვე ჯოხით დაწყებული, უახლესი სარეცხი საშუალებებით დამთავრებული), ასწავლეთ როგორ გამოიყენონ და დაგვერწმუნეთ შედეგით თქვენც კმაყოფილები დარჩებით და ჩვენც.

აი, ესეც სასემინარო აუდიტორიების უკეთესი ვარიანტი:


პ.ს: აუდიტორიების ნორმებსა და კორპუსების რემონტს ცალკე თემა დაეთმობა.

 

9 Responses to “სისუფთავე და ჰიგიენა vs ანტისანიტარია 2 (აუდიტორიები თსუ-ში)”

  1. maiko Says:

    da gvegirseba rodesme esti auditoriebi?

  2. tamaRa Says:

    რომელ კორპუსში სწავლობთ, ბავშვებო?? :(

  3. repormatorebi Says:

    shen sadac swavlob iq sxvanairi situaciaa?

  4. tamaRa Says:

    იცი, როდესაც პირველ და მეორე კურსზე ვსწავლობდი, ზუსტად ეგეთ სიტუაცია იყო მეორე კორპუსშიც, მაგრამ ახლა განსხვავება რომ არ აღვნიშნო, უსამართლო ვიქნები…
    მთელი შენობა არაა მოწესრიგებული, მაგრამ ყველაფერს ერთბაშად ხომ ვერ მოაგვარებენ, არა?

  5. repormatorebi Says:

    ara, eg gasagebia rom ertianad ver mogvardeba da arc vitxovt, magram meore korpusit ar iwyeba da ar mtavrdeba universiteti. arc meore korpusshia idealuri mdgomareobas, derefrnebis dalageba da resurs centris fanjrebis gakrialeba mtel korpuss ar shvelis.
    arc tualetebi gaqvs gadasarev dgeshi.
    chven ar ggvgonia, rom universitets aranairi tanxa ar aqvs gamoyofili dalagebistvis da amitom sainteresoa es tanxma sad midis. gauremontebeli auditoriebi da chrachuna iataki problema ar aris saukunovan shenobebshi, magram ai ukve sibindzure autanelia.

    • tamaRa Says:

      დალაგებასთან დაკავშირებით არ შემიძლია, არ დაგეთანხმო;
      რაც შეეხება ტუალეტს, მეორე კურსზე რომ ვიყავი, სწორედ მაშინ გაარემონტეს და მომდევნო წელს უკვე კედელზე წარწერებისა და ნაჩხაპნების გამო ფერიც კი გაურკვეველი იყო, არც ჩამკეტები და საკიდები მოტყდებოდა თავისით… ასე რომ, პრობლემა სტუდენტებშიც არის ოდნავ :)
      ჩემდა გასაკვირად, ქალთა ტუალეტში მდგომარეობა ბევრად უარესი იყო, რამდენადაც გარედან შემეძლო დავკვირვებოდი…:)

  6. repormatorebi Says:

    ჩვენ არც სტუდენტებს ვუკრავთ ტაშს, არც ჩვენ ვართ ცამდე მართლები. თუ ყურადღებით წაიკითხავ ჩვენს პოსტს, ნახავ რომ საღეჭ რეზინებზე შენიშვნა სტუდენტებს ეხებოდა და ისიც ვთქვით, რომ ინფრასტრუქტურა, რომც გამოსწორდეს თუ სტუდენტები არ გავუფრთხილდით არაფერი გამოვა. ასე, რომ ტყუილი არაფერი გამოდის. შენ თუ ნახავ სტუდენტებზე თემას, მაშინ მიხვდები, რომ ხანდახან მათ უფრო არ ვინდობთ, ვიდრე ადმინისტრაციას. :)

  7. ani Says:

    ლამის მთელი ქვეყანა ჭუჭყს და სიბინძურეს მიაქვს არა თუ უნივერსიტეტი:(

  8. AnnRa Says:

    Meore korpusi memgoni yvelaze karg mdgomareobashia.
    Im dges iatakze e.w. linoliumi amoweuli iyo,leqtorma ver sheamchnia,pexi wamokra da lamis davarda.
    Aba esaa saqme??? Rodemde unda gviwevdes aset pirobebshi swavla???:(
    Kide erti unikaluri dapa gvaqvs. ra carcitac ar unda dawero, mainc ver amoikitxav ra weria.mere vmkitxaobt xolme ;)


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.