ჩვენი ცხრილები სხვა არაფერია თუ არა ერთი დიდი თავსატეხი.
როდემდე უნდა გაგრძელდეს ჩვენი ტანჯვა?ცხრილების ხევა და თავიდან შეგდენა?
უპირველესი ამოცანა, რომელიც უნივერსიტეტის ადმინისტრაციას აკისრია, ცხრილების სწორად შედგენაა. თანაც ისე, რომ სწავლის დაწყებამდე კარგა ხნით ადრე უნდა იცოდნენ სტუდენტებმა ზუსტი ცხრილები. თუ რეგისტრაცია სწავლის დაწყებიდან ლამის თვენახევრით ადრე უნდა დაიწყოს, რატომ არ უნდა ვიცოდეთ ერთი თვით ადრე ზუსტი ცხრილი?
პირველად ცხრილებში ზოგიერთი საგნის დრო მითითებული არ არის, ირკვევა სწავლის დაწყებისას, შემდეგ ემთხვევა სხვა საგანს, გიწევს საგნის გადარჩევა ან თუ უკვე რეგისტრაცია დასრულებულია ვეღარაფერს აკეთებ და ხან ერთს აცდენ და ხან მეორეს. უფრო საშინელება, სავალდებულო საგნებიც კი ერთმანეთს ემთხვევა სავალდებულო საგანს კი ვერ გადაირჩევ ან თუ გადაირჩიე, შეიძლება მერე ვეღარ აიღო (ეს კიდევ სხვა პრობლემა, რას ნიშნავს ადგილები არ იქნება თუ სავალდებულოა?) როგორ უნდა მოახერხოს სტუდენტმა ერთსა და იმავე დროს ორ სავალდებულო საგანზე დასწრება?! ეს ყველაფერი სწავლის ხარისხსა და ქულებზე აისახება. ლექციაზე თუ იმაზე იფიქრა სტუდენტმა, როდის წავიდეს, რომ მეორე ლექციაზე არ დააგვიანდეს (სხვა კორპუსშია გასაქცევი მაინც…) რაღას მოისმენს. შეიძლება 1 საათში შეიცვალოს ცხრილი; მსგავსი შემთხვევები ყოფილა, სტუდენტი ძველი ცხრილით მითითებულ დროს მისულა სემინარზე, ამ დროს კი უკვე დამთავრებული ყოფილა, შესაბამისად ქულებიც დაუკარგავს.
ნუთუ მარტო უნივერსიტეტით უნდა იყოს დაკავებული სტუდენტი? ათასი საქმე შეიძლება გაიჩინოს: იმუშაოს, ისწავლოს, კვლევა ჩაატაროს, ჩამოაყალიბოს რაიმე ორგანიზაცია,სულერთია მოკლედ რას გააკეთებს. ამისათვის კი მას ჭირდება დროის ზუსტი განაწილება. რაიმეს დაგეგმვა სწავლის დაწყებამდე ერთი თვით ადრე კი შეუძლებელია. უნივერსიტეტის ტრანსფორმერი ცხრილების გადამკიდე, ვერაფერს დაგეგმავ, გამორიცხულია. რეგისტრაციისას რა ცხრილსაც ნახავ ლამის ერთ საათში იცვლება, სწავლა, რომ დაიწყება მერე ყოველ 15 წუთში, ასე, რომ შეუძლებელია რაიმე პროგრამაში ჩაერთო, მუშაობა დაიწყო ან კურსებზე იარო. მილიონჯერ მოგიწევს დათქმული დროის შეცვლა, დატოვებ არაპუნქტუალური ადამიანის შთაბეჭდილებას და შენთან თანამშრომლობას არავინ მოინდომებს. უკეთეს შემთხვევაში კი უაზროდ მოგიწევს დროის ფლანგვა.
ხანდახან კი ცხრილი, რომც იცოდე ისეა განაწილებული ვერაფერს მოასწრებ, დიდი დიდი რაიმე სასწავლო კურსზე ძლივს ჩაეწერო. ერთი ლექცია დილის 10 საათზე, რომ მთავრდება მეორე 2 იწყება და 3ზე მთავრდება, მესამე ლექცია კი 5-ზე იწყება. რომელი დაწესებულება დაგასაქმებს 2 საათით დღეში? თუ დილას 4 საათი იმუშავებთ, შემდეგ ლექციებზე გამოქანდებით და შემდეგ ისევ სამსახურში? სრული აბსურდია.
ეს მაინც არ შეიძლება მოგვარდეს? ესეც ასეთი რთულია? ბოლოს და ბოლოს ციფრულ ეპოქაში ვცხოვრობთ და ათასი პროგრამის დაწერა შეიძლება, რომელიც ავტომატურად შეადგენს ცხრილს შესაბამისი მონაცემების შეყვანისას.
ბოლო უნდა მოეღოს უზარმაზარ შუალედებს, კვირაში 3 დღიან დასვენებებს ან მეორე უკიდურესობას შვიდივე დღეს სწავლას, სრული დატვირთვით. ნუთუ ასეთი ძნელია, რომ 7 საგანი ისე გადაგვინაწილონ, რომ ერთმანეთს არ დაემთხვეს, დიდი შუალედები არ გვქონდეს, ერთ დღეს სრულიად თავისუფლები არ ვიყოთ, მეორე დღეს დილიდან საღამომდე უნივერსიტეტში არ ვისხდეთ, მესამე დღეს კი მხოლოდ 1 საათისთვის არ მივიდეთ და ისიც საღამოს 5 საათზე?
აიძულებდე სტუდენტს ამდენი დრო და ენერგია ცხრილების შედგენაზე ხარჯოს, რაც არ უნდა ის საგანი/ლექტორი აირჩიოს, მხოლოდ იმის გამო, რომ საგნები ერთმანეთს ემთხვევა სადიზმია.
მოგვეცით საშუალება მთელი ჩვენი ლოგიკა და ენერგია ცხრილების შედგენას კი არა ახალი თეორიების შემუშავებას დავახარჯოთ!




September 14, 2010 at 14:10
absoluturad geTanxmebiT!
magram……..
vinmes esmis chveni ?
aqvs azri rames?
September 14, 2010 at 18:14
სამწუხაროდ ვერაფერს გიპასუხებთ. არ ვიცით კითხულობენ თუ არა, მაგრამ იქნებ კითხულობენ და სწორედ ის უნდათ, რომ გვეგონოს არავინ გვისმენს და გავჩერდეთ???
თუნდაც არავინ გვისმენდეს ახლა, ჩვენ მაინც ვიტყვით, ნება იბოძონ და მოგვისმინონ.
October 23, 2010 at 22:08
davitanjet ra am cxrilebis gadamkide meekvse korpushi shesvlis meshinia ukve kide shecvlili ar damxvdes
September 15, 2010 at 09:59
სასწაულია, ჯერჯერობით ჩემ ცხრილს ტრანსფორმაცია არ განუცდია
September 19, 2010 at 14:36
ჩემი ცხრილი სულ ტრანსფორმაციაში არაა? დღეში შვიდჯერ იცვლება ხან აუდიტორია და ხან საათი…
იაპონური ავირჩიე მეორე ენად და რომ მივედი გასაგებად რომელზეა-მეთქი, რომ შედგება ჯგუფი გადავცემთო. შეგდა უკვე-მეთქი, ააა, კაი, კაი არაა პრობლემა ჩვენ იმათ ვეტყვით და მეხუთე კორპუსში ჩაგიტარდებათო, ეგ ვიცი მაგრამ საათი-მეთქი. შედგეს ჯგუფი და გადავცემთო. ელაპარაკე ახლა. დრო მაინც არ მითხრეს და ისე გამოდის, რომ ხვალ ცდება ეს საგანი.
October 23, 2010 at 16:02
ai ra zusti brdzandebit avtoro!
November 1, 2010 at 12:04
ME tu mkitxavt saintereso isaa ratom icvleba xolme? Ra aris amis mizezi? jer dlivs dalagebul cxrils ratom burdaven tavidan. Pirvel kursze lamis erti tve sapakulteto enis auditorias vazustebdi. da saboloo jamshi gairkva rom auditoria ki ar ewera arasworad,aramed korpusis nomeri.
Ise wels ramdeni pirvelkurselic ar shemxvda, imdeni ukmayopilo iyo. ase tu gaagrdela universitetma male kontigenti agar eyoleba:(