პირველკურსელის პრობლემები
ყველა პირველკურსელს უწევს პრობლემებსა თუ გაურკვევლობებთან შეჯახება, გამონაკლისნი არც თსუ-ს პირველკურსელები არიან. მოგითხრობთ ერთ-ერთი მათგანის ისტორიას.
გაიგებენ თუ არა, რომ ჩაირიცხნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პირველკურსელები მაშინვე მიუსხდებიან კომპიუტერებს და ცდილობენ სრული ინფორმაცია მოიძიონ სასწავლო პროცესის შესახებ: (წესით ეს ინფორმაცია მანამდეც უნდა ქონოდათ, მაგრამ ეს ცალკე თემაა და სხვა დროს იყოს. რეფორმატორები) ეძებემ ინფორმაციას საბაკალავრო პროგრამებზე, ადგენენ სასწავლო პროცესის ვადებს, რეგისტრაციის წესებს, შეფასების სისტემას ეცნობიან და ა.შ. თსუ-ს საიტზე პოულობენ ინფორმაციას და ცდილობენ, რომ მაქსიმალურად მოწესრიგებულები იყვნენ, რამე რომ არ შეეშალოთ. სწორედ ამ სტუდენტთა რიცხვს მიეკუთვნებოდა ნახსენები პირველკურსელი.
რეგისტრაციის დაწყების პირველივე დღეს გაიქცა ბანკში, სწავლის საფასურის გადასახდელად (დაფინასებულები ამ პრობლემას აცდებიან), თუმცა ბანკში უპასუხეს, რომ სიები ჯერ არ აქვთ და დაიწყო დაუსრულებელი სირბილი უნივერსიტეტსა და ბანკს შორის. პასუხისმგებელმა პირმა, ძლივს-ძლიობით დაუსახელა კონკრეტული რიცხვი და შემდეგ ამ რიცხვის ცდაში ძლივს გაიყვანა დრო. ნანატრ დღეს, ქვითრის ხელში ჩაგდებისთანავე, უნივერსიტეტში გაიქცა აკადემიური რეგისტრაციის გასავლელად. საიტზე მითითებული ინფორმაცია მცდარი აღმოჩნდა, სულ სხვა კორპუსა და ოთახში ტარდებოდა თურმე რეგისტრაცია. (წესით საიტზე არამარტო რეგისტრაციის ადგილი უნდა იყოს სწორად მითითებული, არამედ ისიც თუ სად შეიძება სტუდენტმა აიღოს წარსადგენი საბუთები. რეფორმატორები.). ძლივს მიაგნო დეკანატს და კომპიუტერებითა და უჟმურსახიანი მდივნებით სავსე ოთახში აღმოჩნდა.
“-უკაცრავად”-მორიდებულად თქვა, გულს ბაგაბუგი გაჰქონდა. არავინ მიაქცია ყურადღება, უკმაყოფილო სახეებით უყურებდნენ მონიტორებს. სანამ თავზე არ წაადგა, მანამდე ვერ შეამჩნიეს. არც შეხედეს ისე მიუთითეს სკამზე, აუფრიალეს ხელშეკრულების ორი ეგზემპლარი და შეავსეო უბრძანეს (დიახ, უბრძანეს!). ხელის კანკალით, როგორც იქნა შეავსო და მიაწოდა. ორივე ეგზემპლარი გამოართვეს და ინახა ვდნენ ქვითრის ასლთან ერთად, მან კი იცოდა, რომ წესითა და კანონით ხელშეკრულების ასლი მასაც ეკუთვნოდა:
-”ორივე უნდა დავტოვო?”- შეშინებულმა იკითხა.
-”კი, ორივე”-უპასუხა მდივანმა, ისე თითქოს ეუბნებოდა: “შენ რა სხვა პლანეტიდან ხომ არ ჩამოფრინდი?!”
სანამ მდივანს მონაცემები შეყავდა ბაზაში შემოდიოდნენ და გადიოდნენ უფროსები და მდივნებთან ერთად პირველკურსელებზე ხალისობდნენ: ვის რამდენჯერ შეეშელა ხელშეკრულების შევსება (“აბა, როგორ ჩააბარეს ეროვნული გამოცდები?” გაოცებულები ეკითხებოდნენ ერთმანეთს), ზოგს თურმე საერთოდ არ ცოდნია რა საბუთები ჭირდებოდა, (“ამაზე ადვილი გასაგები რა არის?!”), რა დაბნ ეულები არიან? და ა.შ. ჩვენს სტუდენტს უნდა უთხრას: ” აბა, ამ მდივნების ხელში რა უნდა მოხდეს, რომ არ დავიბნე?! საიდან გაიგოს სოფლიდან ჩამოსულმა ბავშვმა, რომ ინტერნეტში ეს ინფორმაცია დევს? რა იცის, რომ რაც საიტზე არ დევს, ის ინფორმაცია სხვა სტუდენტებისგან უნდა გაიგოს, ფორუმის საშუალებით?! საერთოდაც, იმის მაგივრად რომ დაგვეხმაროთ გვიბღვერთ და დაგვცინით, რა წესია?”….. თანდათან ბრაზდებოდა და უფრო მეტი რამის თქმა უნდებოდა, მაგრამ შერაცხყოფილი გაჩუმდა.
შეეკითხნენ რა არის ძირითადი სპეციალობაო და არადა იცოდა, რომ ჯერ ვერ მიუთითებდა, რადგან საერთაშორისო ურთიერთობები სურდა სპეციალობად, მასზე სწავლის გასაგრძელებლად კი ჯერ კონკურსი ჰქონდა გასავლელი: “ჯერ ხომ კონ…” არც დაამთავრებინა მდივანმა და ვითომ გაოცებული, ამპარტავნული ტონით შეეკითხა:
-”რა სპეციალობა გინდოდა, რო აბარებდი არ იცოდი?”
-”როგორ არა, საერთაშორისო ურთიერთობები, მაგრამ….”
-”ხოდა, მაშ ძირითადი სპეციალობა საერთაშოროსიო ურთიერთობები. მეორადს ეხლავე აირჩევ?
(ეს “ეხლავე” რა ჯურის უბედურებაა?)
მაინც უთხრა და ერთი სული ჰქონდა როდის გაეცლებოდა იქაურობას, უთხრეს კოდი და წამოვიდა.
იცოდა, რომ ტუტორიც არსებობს, რომელსაც უნდა დალაპარაკებოდა, მაგრამ შეკითხვა შეეშინდა და წავიდა იმედგაცრუებული. ჯერ სწავლა არ დაეწყო და უკვე უნივერსიტეტის დანახვა ძულდა. სახლში შეაბიჯა თუ არა სიმწირის ცრემლები გადმოცვივდა.
უფროსების დარიგებებისა და მეგობრებთან მოლაპარაკების შემდეგ გადაწყვიტა მეორე დილას კვლავ მისულიყო და “ეჩვენებინა სეირი!!!!!”, თუმცა მივიდა ისევ ისე მორიდებულად:
-”ტუტორის ნახვა სად შემიძლია?”, წამოიკნავლა.
მიუთითეს კორპუსი და მივიდა. მან ყველაფერი აუხსნა და ცოტათი დაამშვიდა. ამოიწერა ცხრილი და ის იყო არხეინად აპირებდა სახლში დაბრუნებას, რომ დერეფანში, ვიღაც პირველკურსელს შეხვდა, რომელსაც რაღაც ისეთი საბუთი ეჭირა, რაც რეგისტრაციისას მისცეს მას კი არ ჰქონდა. გაბრაზდა და ისევ მდივნებს მიადგა, უკვე ხმაში სიმკაცრე გაურია, (რა იცოდა, რომ ეს სიმკაცრე შემდგომაც გამოადგებოდა, არადა ამას სიმკაცრეს კი არა თავხედობას უწოდებდა ადრე):
-”იცით, გუშინ რეგისტრაცია გავიარე და ჩემთვის არ მოგიციათ….” ისეთი ტონით თქვა მდივნებს გაეცინათ და დათაფლულებმა უპასუხეს, გუშინ რაც არ გვქონდა როგორ მოგცემდითო (თუ რეგისტრაციისას სტუდენტს რამე საბუთი უნდა მისცენ, რეგისტრაციის პირველივე დღეს უკვე უნდა ჰქონდეთ, თუ არ აქვთ გააფრთხილონ მაინც სტუდენტი, რომ წასაღებად მიაკითხოს. რეფორმატორები) და მისცეს საბუთი.
სახლში არხეინად მივიდა, ეგონა რა, რომ ყველაფერი მოგვარებული იყო, მაგრამ რა იცოდა, რომ საგნების ძლივს არჩევის შემდგომ, კიდევ რამე შეემთხვეოდა; საშინელ ამინდთან ერთად სხვა ბევრი თავსატეხი შეხვდებოდა, პირველივე დღეს: ეს შეცვლილი ცხრილებიო, კორპუსიდან კორპუსში წანწალიო, აუდიტორიის შეშლაო, ქსეორქსიდან ქსეროქსში ყურყუტიო, საუკუნოვანი შუალედებიო და ასე დაუსრულებლივ.
სწავლა დაიწყო თუ არა ლექტორები ისე დააცხრნენ, ისეთ ფერებში დაუხატეს ყველაფერი გაქრობა მოუნდა. სანამ პირველ წარმატებას არ მიაღწია (მაგრამ დიდი სტრესის, დაძაბულობისა და ნერვიულობის ფასად), მანამდე ვერ გაიგო, რომ თურმე ყველაფერი არც ისეთი კოშმარულია.
ის, ის იყო მოერგო სიტუაციას, რომ დაიწყო გამოცდები და ახლა აქ ატყდა ერთი ორომტრიალი: გამოცდები ერთმანეთს ემთხვეოდა, მინიმუმ 3-ჯერ შეიცვალა გამოცდების ცხრილი. გამოცდები რომ დანიშნეს, ახლა პრობლემა აგრესიული დამკვირვებლები გახდნენ, რომლებიც გვერდით სექტორებში გაჰკიოდნენ მთელ ხმაზე.
ეს იყო პრობლემების მცირე ნუსხა, რაც შეიძლება პირველკურსელის თავსატეხების სიაში აღმოაჩინოთ და სამწუხაროდ ეს არ არის სრული სია. საიტის გაუმართაობა, ცხრილების გამუდმებითი ცვლილებები (ზოგიერთ სტუდენტს ამის გამო ქულები დააკლდა, რადგან ძველ ცხრილში მითითებულ დროს მივიდა ლექციაზე), სასწავლო პროგრამების არქონა ან მცდარი ინფორმაცია მათზე, გამოცდების ქულების დაგვიანება, ლექტორთა თავდაპირველი დამოკიდებულება (თავიდან ყველა ცდილობს მკაცრი გამოჩნდეს, არადა სიმკაცრე და სტუდენტებთან თბილად მოქცევა ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება), დამკვირვებელთა უხეშობა, საგნების არჩევასთან დაკავშირებული პრობლემები… ამ ყველაფერს ბოლო აქვს სადმე? ამ პრობლემებთან გამკლავება კი პირველკურსელებს უწევთ. რომლებმაც თითქმის არაფერი იციან უნივერსიტეტის შესახებ. ცდილობენ წესისა და რიგის შესაბამისად მოიქცნენ და ამ დროს თურმე ყველაფერი უწესრიგოდაა, ვინ დაგიდევს წესსა და რიგს.
სტუდენტებს თანდათან უჩნდებათ განცდა, რომ უსამართლოდ ექცევიან, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც ეგონათ. თუმცა ხვდებიან, რომ ვერაფერს იზამენ ამ ყველაფერს უნდა მოერგონ და გაძრომა-გამოძრომა ისწავლონ, დახლართულ სისტემას ალღო აუღონ, “ეშმაკობები” აითვისონ: როგორ გაიგო სიმართლე, ვის უნდა მიმართო ამა და ამ პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში, როგორ შეძლებენ მათ მოგვარებას, ვის როგორ უნდა ელაპარაკონ, რომელ დოკუმენტს ენდონ და რომელს არა, როდის გაიარონ რეგისტრაცია, როდის ელოდონ გამოცდების ქულებს და ა.შ, ლექტორების ხასიათსაც ადვილად უღებენ ალღოს და კეთილგანწყობილ ადამიანებსაც ხვდებიან.
და აი, ზუსტად აქ იწყება, ჩემი აზრით, ყევლაზე საზიანო რამ: სტუდენტები ეჩვევიან ამ არაორგანიზებულობას, თითქოს ვეღარც გრძნობენ, რომ არსებობს ცნებები: წესრიგი, სამართლიანობა, უფლებები, ორგანიზებულობა და ა.შ, ვეღარც კიგრძნობენ, რომ ეს ყველაფერი უსამართლოა და უნდა ეცადონ გამოასწორონ, მოითხოვონ მაინც ის რაც წესითა და რიგით ეკუთვნით, თავად იზრუნონ უნივერსიტეტი იქცეს ორგანიზებულ დაწესებულებად, ისეთად როგორიც უნდა იყოს სინამდვილეში, მაგრამ ვინაიდან სხვადასხვა ხერხებით აგვარებენ საკუთარ პრობლემებს, სხვები აღარ ადარდებთ. (თუმცა მოითხოვე რა, მაინც არავინ გისმენს, აი ჩვენ ვწერთ, მაგრამ გვისმენს ვინმე? ერთ ცვლილებას მაინც ვხედავთ?! იმედია ვცდებით და მომავალში რეაგირება მოყვება ამ ყველაფერს. ჩვენ ვიტყვით ჩვენს სათქმელს, სინდისთან რომ სუფთები ვიყოთ. რეფორმატორები).ესაა ყველაზე დიდი პრობლემა: საფრთხე ემუქრება პირველკურსელის პიროვნებას, ის ეჩვევა უსამართლობას და ერთხელაც თავად შეიძლება გახდეს მისი ავტორი. ეს, რომ არა ალბათ კიდევ გაუძლებდა კაცი ცხრილების ცვლილებებსა და საუკუნოვან შუალედებს.
იქნებ გვიან არ არის? ვეცადოთ გავიხსენოთ ის პირველი განცდა, როცა ჩვენი სტუდენტის მსგავსად, ბევრმა სხვამაც იფიქრა: “რა უსამართლობაა, რა აბდაუბდაა.” და წუწუნის ნაცვლად, ვეცადოთ თუნდაც ერთ საკითში აღვადგინოთ წესრიგი.
პოსტის ავტორია თამთა სიხარულიძე (MJA)



September 1, 2010 at 19:10
ვინმე ოდესმე მოგვისმენს? წერე და იკითე ყველას ცალ ფეხზე კიდია. კომენტარსაც არავინ წერს. რადგან ავტორის ვინაობა გაიგეს პირადად მწერენ.
ხალხო, ავტორს რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია რაღაც ვთქვი და თუ იგივეს ფიქრობთ ხმას რატომ არ იღებთ? ან თუ არ ფიქრობთ შემეწინააღმდეგეთ მაინც.
ხმა ამოიღეთ საერთოდ, ყველა ერთად დავიხოცეთ? უნივერსიტეტი ჩვენ არ გვეხება? ჩვენი არ არის? თუ მთავარი კრედიტების აღება და კარგი ქულებია? ბოლოს კი დიპლომი და მერე ტაქსის მძღოლობა?
September 1, 2010 at 22:16
erterti problema isaa rom normalurebi ar gvyavs tvitmmartvelobashi imitom rom normalurebs hgoniat amden pasuxismgeblobas ver aigeben
September 1, 2010 at 22:23
me piradad tvitmartvelobashi imitom ar minda, rom vigacis ideologiis msaxureba ar minda. garedan kide yvelafers vizam, rom normalur universitetad iqces tsu… ai rogorc es posti davwere, msgavss kidev bevrs davwer tu vinme mogvismens.
September 10, 2010 at 20:35
xalxo me wels movxvdi mag fakultetze da nutu welsac igive problemebi shemekmneba?
September 11, 2010 at 14:51
სწორედ ამის მეშინოდა, აქ ის წერია რაც წარმომედგინა. ნუ იმის იმედი მაინც მაქ რო წელს სხვანაირად იქნება ყველაფერი. მე ახლა გავხდი პირველკურსელი და ჯერ ვერაფერზე დაგეტანხმები ან შეგეწინააღმდეგები, როცა მეც გავივლი რეგისტრაციას დავწერ გრძელდება თ არა ეს უსამართობა.
September 12, 2010 at 18:02
სასიამოვნოა, რომ პირვეკურსელები გამოგვეხმაურეთ.
რეგისტრაციას, რომ გაივლით აუცილებლად შეგვატყობინეთ ყოველი დეტალი, რომელიც არ მოგეწონებათ ან პირიქით
September 15, 2010 at 10:33
სამწუხაროდ ასეთ რამეებს ყველა სტუდენტი აწყდება ადრე თუ გვიან…
მეც მათ შორის ვიყავი ერთ დროს და სწორედ მასე მორიდებულად ვაღებდი კარებს…
ბევრი ვიფიქრე მეც მაგ პრობლემებზე და გამოსავლად უნივერსიტეტის წესდების და სხვა ნორმატიული აქტების წაკითხვა [თუნდაც სტუდენტის უფლებების ნაწილში] მეჩვენა, მაგრამ ვერ მივაკვლიე.
ან რას მივაკვლევდი?! მაშინ წესდების არარსებობის გამო პროფესორები ხოცავდნენ მგონი ერთმანეთს და მე, ჩვეულებრივ მოკვდავს რა უნდა გამეწყო?!
დიდად არც ახლა შეცვლილა რამე მგონია.
ასერომ ფორუმებსა და საიტებზე დამახინჯებული ინფორმაცია რომ არ იყოს სანატრელი, თითო კორპუსში თითო კედლის დათმობა:
1. სტუდენტების
2. პროფესორ-მასწავლებლების
3. ადმინისტრაციის თანამშრომლების და მომსახურე პერსონალის
მათი ქცევითი კულტურის, ეთიკის, ზოგადი ნორმების და სავალდებულო წესების წერილობითი პოპულარიზაციისათვის ვგონებ ურიგო არ იქნებოდა.
თუმცა ვინ იზამს ამას?!
ბლოგების წერა და ხალხის ასე ინფორმირება კარგია უთუოდ მაგრამ, სხვა უფრო ქმედითი ზომების მიღება უნდა მოყვეს ამას.
მზად ვარ ჩემი გამოცდილება, ნაფიქრალი და მოაზრებული ყველას გავუზიარო და თუ განხორციელებაზე მიდგა საქმე გარწმუნებთ ბევრს ვერ დამასწრებთ
ესაა ჩემი კომენტარი!
მომწერეთ mr_shioshvili@yahoo.com
September 15, 2010 at 17:15
დიდი მადლობა, ასეთი ვრცელი კომენტარისთვის. მოგწერეთ მეილზე
September 16, 2010 at 23:41
მევ პირველკურსელი ვარ …ამ თემას უკომენტაროდ ვერ დავტოვებ იმიტომ, რომ დღეს კოშმარი გამოვიარე..ყველა მეუბნებოდა რომ ქაოსი იყო მაგრამ ასეთი არ მეგონა რეგისტრაცია გავიარე თუ ამას გავლა ქვია.ესეიგი ჯერ მივედი 12 საათზე და მითხრეს არ არისო..ცოტა ხნის შემდეგ კიდევ მივედი და უი არისო..როგორც იქნა შევედი დავჯექი..თვითონაც არ იცოდნენ რა საბუთები მოგვეთხოვებოდა და ერთმანეთს ეკამათებოდნენ.. იყო საშინელი ქაოსი და არავინ ერთი ადამიანიც კი არ შემხვედრია ვინც ნორმალურად მეტყოდა რამეს..საგნების არჩევაზე რომ მიდგა საქმე აი მანდ უკვე ნამდვილად გამაგიჟეს მე6 კორპუსიდან მე4ში მაგზავნიდნენ მე4დან მე6ში და ესე 5ჯერ.. ისე ცუდად გავხდი ტირილი მინდოდა..ბოლოს ამირჩიეს თვითონ და ცხრილისთვის არც მიუქცევით ყურადღება და ზოგი როდის ამქვს ზოგი სად მაქვს ღმერთმა იცის.. მართლა მთელი გულით დ ასულით მინდა სწავლა და ესეთ არეულობაში რა უნდა გავაკეთო არ მესმის! მე ვიქნები მგონი პირველი ვინც ხმას ამოიღებს იმ ზომამდე ვარ.. ყველა დინებას მიყვება და არაფერი აინტერესებს.. არ მინდა ასეთი სწავლა!!!!!
September 17, 2010 at 18:11
ოოხ რა უიმედოდ უყურებთ ყველაფერს -))) რომ ვკითხულობდი, მეგონა მე არ ვარ ამ უნივერსიტეტის სტუდენტი-თქო – )) არ შეიძლება ეგრე. 4 წლის წინ მეც ვიყავი პირველ კურსზე და ძალიან კარგად მესმის ის რაც აქ წერია მაგრამ სხვა თვალით რო შეხედოთ არა? -)) მაგასაც ხო მუღამი აქვს აუდიტორიიდან აუდიტორიაში რომ დარბიხარ და რამდენჯერმე სასაცილო სიტუაციაშიც აღოჩნდები? -)) მე მაგალითად პირველ კურსზე სულ არ ვიცოდი ინტერნეტში რომ უნდა დამერეგისტრირებინა და პირველი კოლოკვიუმების მერე აღმოჩნდა სულ შემთხვევით ჯუფელმა მკითხა ნახე შენი ქულა ბარათზეო? ისე უცხოდ მომეჩვენა ეს კითხვა გავგიჟდი და როცა აღმოჩნდა არც ერთი საგანი არ მქოდნა დარეგისტრირებული ინტერნეტში და კაციშვილმა [სამდივნოში] არაფერი მითხრა, შევაჭერი ხუბუასთან [დეგენერატი ნუ -)))) ] დაცვამ ქეჩოში ჩამავლო ხელი და ისე გამომათრია მულტფილმებშჳ როა ეს უკან მომათრევს მე წინ მივიწევ და თითებით ლამის ვვდებოდი კარის სახელურს -)) პრიკოლი იყო -))) მერე ამ კეთილმა ადამიანმა გამარკვია რომ თურმე არსებობს სასწავლო დეპარტამენტი და იქ შემეძლო მეკითხა ზვიადი. ვიღაც ზვიადი -)) შევაჭერი კაბინეტში და ვკითხულობ : “რომელია ზვიადი!!!!!” მერე აღარ ვიტყვი იქ რა მოხდა -))) მერე ზვიადმა მიშველა ასე ვთქვათ და გამარკვია ყველაფერში. რამდენიმე დღის წინაც ვიყავი უნივერსიტეტში მისული კურსელი შემხვდა შემთხვევით და აქ რა გინდაო ზვიადის ვეძებ მეთქი რომ ვუთხარი სულ გადაირია გამაგებინე 4 წელი რატო ეძებ ზვიადისო -))) კარგია უნივერსიტეტი. პირველი კურსი კი განსაკუთრებით ყველა ამ დაბნეულობასთან ერთად. ასე რომ ყველაფრისგან პრობლემას ნუ ქმნით და გაიღიმეთ, სასწავლო წელი იწყება ყველა სიახლით თქვენს ცხოვრებაში : ) პ.ს. ყველას გილოცავთ ჩაბარებას და წარმატებებს გისურვებთ )
September 17, 2010 at 18:36
saxaliso sheidzleba gasaxsnebelad aris, magram me imas vambob,rom wesita da kanonit es ase ar unda xdebodes da ar unda gviwevdes amdeni sirbili win da ukan.
tore dges unishi viyavi da amdeni dabneuli pirvelkurseli rom vnaxe, mere avuxseni ra da rogor. chemi abavi gamaxsenda da gamecina.
magram yvelaferi sasacilo xo ar aris ara? zogs seriozuli problemebi eqmneba da aseti abda-ubda ar unda iyos.
September 17, 2010 at 22:52
tragedias namdvilad ar vqmni da winaswarac tavs ar vigruzav..ubralod vici rom sashineli qaosia da bolos da bolos pirveli da udzvelesi universitetia saqartveloshi da is sitvaciaa mand racaa namdvilad ar ekadreba..ki sheidzleba kargia ragac mxriv rom shenit unda gamklavde problemebs magram vici rom chavchvadzeshi dargesitrireba bevrad upro mowesrigebulia da is mainc ician sad und amividnen da me kdie korpusidan korpusshi damarbenineben..me kide ra michirs vinc raionidan chamodis iman ra unda qnas… jer rodis iqneboda isic ki ar icodnen da ramdenjer tyuilad chamoiyvanes..ubralod usamartlobaa
September 19, 2010 at 10:21
სამწუხაროა, რომ წელსაც ასეთი არაულობა ყოფილა. პერსონალის არაპროფესიონალიზმის ბრალია ეს რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს. ამის გამოსწორება კი ძალზე იოლია თუ მოინდომებს უნივერსიტეტის ადმინისტრაცია.
September 20, 2010 at 00:11
აუ დამიჯერეთ ჭავჭავაძეში უფრო უარესი სიტუაციაა და კოლოკვიუმები რო იწყება ხალხს კიდე არ აქვს დარეგისტრირებული საგნები ! იქაც ვსწავლობ და ვიცი რა ხდება იმხელა რიგებია ელემენტარულად კოლოროდში გავლა შეუძლებელია დეკანატთან და ტუტორებთან ისეთი რიგები დგას და დასწრებაზეა ყველაფერი. მერე რა, რო იქ ცხრილები ურიგდებათ სამაგიეროდ სავალდებულო საგნების არევა ხდება და მოკლედ ვისი ვისაშია ვერ გაიგებ. მაგ მხრივ თსუში ბევრად მოწესრიგებულია სიტუაცია. აქ შეიძლება რაღცაზე დაგჭირდეს პრობლემის მოგვარება ისიც სწავლის დაწყებიდან მაქსიმუმ 1 კვირის ამბავია და იქ კიდე ძაან ცუდი სიტუაციაა ორგანიზებულობის მხრივ. და ისე ვისაც არ მსოწონს გადავიდეს, ასეთი უაზრო შედარებები ძაან საზიზღრობაა. საერთოდ თუ არ გინდოდათ ნუ ჩაწერდით, მარა ახლანდელი პირველკურსელების პრობლემა [უმეტესობის] ისაა რომ მთავარია მოხვდნენ სადმე და სად არიანდ ა რას სწავლობენ ეგ უკვე ახატიათ, მეოთხე კურსის ბოლოს კიდე საბაკალავროზე რო მიდგება საქმე, აღოჩნდება რომ ეს ის პროფესია არაა რაც უნდა ყოფილიყვნენ. არაა ეგრე, სტუდენტი ხარ და ძალიან ბევრის უფლება გაქვს, მაგრამ იმას არ ნიშნავს რომ საკუთარი უნივერსიტეტი [რა საზიზღარიც უნდა იყოს] ლანძღო ყველასთან და საჯაროდ. არ მოგწონს გადადი ი ვსე. 4 წელია უკვე აქ ვსწავლობ და მშვენივრად ვიცი სიტუაციაც და პრობლემებიც და ვინც მიცნობს განსაკუთრებით ჰუმანიტარები და ძველები ნუ მაგათზე აღარ მაქვს ლაპარაკი, იციან ჩემი ხასიათიც და ვინც ვარ და რაც ვარ. რო არ მომწონდა რაღცა მე და ჩემს ჯგუფს გავაპროტესტეთ ბოლო კურსზე და ლექტორიც შეიცვალა და რამდენიმე პრობლემაც მოგვარდა. ამოიღეთ ხმა და არ იქნება რიგი პრობლემები. მარა ეს პირველკურსელები ისე უყურებთ საკითხს, მე ვარ და ჩემი ნაბადიო, არადა ჯერ ეხლა იწყებთ ცხოვრებას. არ შეიძლება ყველაფერში ცუდს რო ხედავთ. თუ გეზარებათ ეგ კორპუსიდან კორპუსში სირბილი ნუ გაივლით მაჳსნ რეგისტრაციას საერთოდ და იყავით ისე, არავინ არაფერს გეხვეწებათ ათასი კაცი დარჩა გარეთ! და კიდე რაიონებიდან ჩამოსულებს რაც შეეხებათ, დიდი ბოდიში, არავის ვაყენებ შეურაცყოფას მაგრამ, მაინცდამაინც თსუ რატომ იმიტორო ითქვას “ჩემი შვილი უნივერსიტეტში მოხვდაო” და მეზობლების თვალების დასათხრელად? [როგროც ხდება ხოლმე?] თუ არ მოგწონთ საერთოდ შეეშვით და აღარ გექნებათ არანაირი პრობლემა და იმ მეზობელს მაინც ეცოდინება რო “თსუში მოხვდით”! არ ვაპირებდი კიდე ამხელა პოსტის დაწერას , მარა სინდისიც კაი ძროხააო თუ როგროცაა. და კიდე ამ ტუტორებს ნუ ლანძღავთ. ადამიანები არიან ეგენიც და დღეში მართლა ათასი დეგენერატი შედის და ისეთ იდიოტურ კითხვებს სვამს რო შეიძება ჭკუიდან გადახვიდე კაცი. პირველკურსელებზე არ მაქვს მარტო ლაპარაკი, ერთხელ მეოთხე კურსელმა იკითხა განცხადება როგრო დავწეროო და რო წამოვუფრინდი ზვიადიმ ძლივს დამაკავა შენ ვინ გეკითხებაო. თუ რაღც ვერ გაიგეთ და ხედავთ ტუტორებს თავზე აყრიათ ათასიი საქმე გააჩერეთ ვინმე სტუდენტი და იმას კჳტხეთ დაგეხმარებათ. ჰუმანტიარებმა შეგიძიათ მე მომმართოთ ჩემი პოვნა ნამდვილად არაა ძნელი მეხუტე კორპუსის სარდაში ანდა მეოთხეში ანდა საერთოდ ფორუმზე ადმინსიტრაციის თემაში [ჰუმანიტარები] და ნუ ხართ კიდე ეგეთი აგრესიულები. გაიღიმეთ ხვალ თქვენთვის საერთოდ ახალი ცხოვრება იწყება!!!
November 4, 2010 at 02:25
კარგია, როცა ორ უნივერსიტეტში ერთად ახერხებ სწავლას
)) როგორ ახერხებ ნეტავ???
September 20, 2010 at 09:51
ra shuashia agresiuloba da tutorebis landzgva? sul ertia romeli universiteti iqneba, mgsavsi qaosi ar unda iyos. sul odnavi kaosic ki. tu romelime studentma sheadara chavchavadzes es misi saqmea. chven ar vexebit arc chavchavadzes da arc sxva romelime universitets, chven gvainteresebs mxolod tsu.
tamtas gansakutrebuli araferi dauweria, rac naxa da rasac gadaeyara is dawera, mgoni amashi cudi araferia.
shemdegi sakitxi ki isaa, rom chumad ratom unda tqvas vinmem rame? vtqvat ra problemac gvaqvs da movagvarod. ratom unda gadavides vinme sadme? bevri sheidzleba martlac diplomistvis abarebs da es yvela universitetshia (sxvatashoris tu naxav chven bolo temazec amaze weria), aramarto chventan. chven magalitad imitom vwert, rom universiteti gviyvars da gvinda ufro mowesrigebuli da ufro kargi iyos. naklis gamochena jobs malvas da kritika landzgva ar aris. chven vakritikebt, imitom rom unda iyos sxvanairi da uketesi. yvela students aqvs amis ufleba. tu romelime tutori kide arasworad mushaobs, ar unda mushaobdes ase imitom rom misi movaleobaa sworedac saqmit datvirtuli iyos. studentis brali ar aris tu saqmeebshia chafluli. yvelaze uazro kitxvasac ki unda upasuxos tu sachiroa, tu es samushao ar unda nu imushavebs. studenti ki valdebuli ar aris mxolod sxva studentebs kitxos rchevebi. tu vinmem rame ar icis, imis unari kidev ar aqvs internetshi edzebos an raime sxva resursit, unda kitxos tutors an visac gaexardeba, aravisi saqme ar aris es.
yvelafers tavisi adgili aqvs da neba ibodzon da miuchinon, shedarebaze tu midga kide saqme, shevadarot oxfords, cambrijs, harvards, mowesrigebulobsi tvalsazrisit da gvkondes pretenzia amaze, ratom unda viyot im kaosit kmayofili rac aris ar gvesmis.
September 20, 2010 at 16:10
jood! გასაგებია შენია აზრი და ბევრ რაგაცაში გეთანხმები…უბრალოდ გეტყვი რაშიცაა საქმე… მე ზოგადად არასდროს არ შევადარებ ჭავჭავაძეს იმიტომ რომ მაპატიეთ და ძაღლი და ღორი იქ ხვდება ..უბრალოდ რეგისტრაციის დღეს მართლა ისეთი არეულობა იყო ნერვები დამაწყდა..მერე შემოვედი ამ საიტზე და ანალოგიური პრობლემები ბევრს ქონდა და ამიტო დავაკომენტარე ამ სტატიაზე….ჯავახიშვილი რომ მინდოდა მაგიტომაც ჩავწერე და ჩემს არჩევნაში იმდენი პროცენტით ვარ დარწმუნებული რამდენიც გრანტი ავიღე : )) (ეს ხუმრობით) უბრალოდ მე ვიცი რომ თუ რაღაც უსამართლოდ მოხდება..ან ისეთივე არეულობა იქენბა როგორც იმ დღეს აუცილებლად ამოვიღებ ხმას.. ტუტორებს რაც შეეხემა მაგათი მოვალეობაა ეგაა და იმდღეს ვერავის ვერ ვხდევადი რომ შეესრულებინა წესიერად არადა მხოლოდ 100%იანბეის რეგისტრაცია იყოდა ძალიან ცოტანი ვიყავით.. მართლაია გეთანხმები რომ რაიონიდან ასეთი მასა არა უნდა ჩამოდიოდეს..მაგრამ რას ვიზამთ საქართველოა და ამბიციები ზედმეტად მოჭარბებული აქვთ… და კიდევ ერთი რამ მე მხოლოდ რეგისრაციასთან დაკავშჰირებით ვიყავი უკმაყოფილო და ეს ვთქვი და ზოგადად ვერც ვიტყვი რამეს რა უფლება მაქვს როცა დრეს პირველად ვიყავი და საკმაოდ კმაყოფილი ვარ : ): )
September 20, 2010 at 16:17
reformatorebi
მართალია ცუდი უნდა გამოსწორდეს…სიმართლის თქმა თსუს სტუდენტებს ეწყინებათ,,სხვა უნების სტუდენტებს ეამებათ..მაგამ ცუდის დაფარვა ჩვენს უნის არ მოუხდება
))))
October 16, 2010 at 11:59
da gveshveleba rameee???? cavikitxe statia, saineteresoa, amovicani chemi tavi da albat kidev bevrma icno sakutari tavi am patara monatxrobshi.. kargia mchevrmetyveleba, magram ara sakmarisi.. kargia azrta gaziareba, bchoba, kamati, magram ara sakmarisi… sachiroa sxva gza rom ,,xsna” vipovot, mxolod saubrit ki ara sakmit ,,vibrzolot” da xma avimaglot am yvelapris cinaagmdeg, torem rodemdeeee ase… chven mxolod vsaubrobt da azrebs gamovtkvamt, vetanxmebit an ar vetanxmebit ertmanets ama tu im sakitxshi, magram is rom sashineli kaosi da areulobaa yvelas problema…..