სტუმრის პოსტი N2

წინა წელს სოციალურ  და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ვინც ჟურნალისტიკის შესავალს გადიოდა, ემახსოვრება, რომ ერთ-ერთმა ლექტორმა სტუდენტებს სხვადასხვა თემა მისცა დასაწერად, ერთი-ერთი პირველკურსელთა პრობლემებს შეეხებოდა. ერთმა სტუდენტმა თავისი თემა მოგვაწოდა.შიგადაშინ ჩვენს კომენტარებსაც ჩავურთავთ ,ავტორის ნებართვით.

პირველკურსელის პრობლემები


ყველა პირველკურსელს უწევს პრობლემებსა თუ გაურკვევლობებთან შეჯახება, გამონაკლისნი არც თსუ-ს პირველკურსელები არიან. მოგითხრობთ ერთ-ერთი მათგანის ისტორიას.

გაიგებენ თუ არა, რომ ჩაირიცხნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პირველკურსელები მაშინვე მიუსხდებიან კომპიუტერებს და ცდილობენ სრული ინფორმაცია მოიძიონ სასწავლო პროცესის შესახებ: (წესით ეს ინფორმაცია მანამდეც უნდა ქონოდათ, მაგრამ ეს ცალკე თემაა და სხვა დროს იყოს. რეფორმატორები) ეძებემ ინფორმაციას საბაკალავრო პროგრამებზე, ადგენენ სასწავლო პროცესის ვადებს, რეგისტრაციის წესებს, შეფასების სისტემას ეცნობიან და ა.შ. თსუ-ს საიტზე პოულობენ ინფორმაციას და ცდილობენ, რომ მაქსიმალურად მოწესრიგებულები იყვნენ, რამე რომ არ შეეშალოთ. სწორედ ამ სტუდენტთა რიცხვს მიეკუთვნებოდა ნახსენები პირველკურსელი.

რეგისტრაციის დაწყების პირველივე დღეს გაიქცა ბანკში, სწავლის საფასურის გადასახდელად (დაფინასებულები ამ პრობლემას აცდებიან), თუმცა ბანკში უპასუხეს, რომ სიები ჯერ არ აქვთ და დაიწყო დაუსრულებელი სირბილი უნივერსიტეტსა და ბანკს შორის. პასუხისმგებელმა პირმა, ძლივს-ძლიობით დაუსახელა კონკრეტული რიცხვი და შემდეგ ამ რიცხვის ცდაში ძლივს გაიყვანა დრო. ნანატრ დღეს, ქვითრის ხელში ჩაგდებისთანავე, უნივერსიტეტში გაიქცა აკადემიური რეგისტრაციის გასავლელად. საიტზე მითითებული ინფორმაცია მცდარი აღმოჩნდა, სულ სხვა კორპუსა და ოთახში ტარდებოდა თურმე რეგისტრაცია. (წესით საიტზე არამარტო რეგისტრაციის ადგილი უნდა იყოს სწორად მითითებული, არამედ ისიც თუ სად შეიძება სტუდენტმა აიღოს წარსადგენი საბუთები. რეფორმატორები.). ძლივს მიაგნო დეკანატს და კომპიუტერებითა და უჟმურსახიანი მდივნებით სავსე ოთახში აღმოჩნდა.
Read the rest of this entry »

სიახლეები უნივერსიტეტის ცხოვრებაში და რეფორმატორები ახალი შემართებით

ჩვენი გაჩუმების განმავლობაში, არაერთი ცვლილება მოხდა უნივერსიტეტში.

ყველაზე მნიშნველოვანი ცვლილებები კი ამ წამსაც მიმდინარეობს.

მალე ახალი რექტორი, სავარაუდოდ ახალი ადმინისტრაციაc გვეყოლება, აქტიურობა სწორედ ახლაა საჭირო, ახალი ადმინისტრაცია დასაწყისში მაინც შეეცდება (მინუმუმ არჩევნებამდე) სტუდენტების ინიციატივები გაითვალისწინოს და პრობლემები მაქსიმალურად მოაგვაროს. პრობლემებს კი რა გამოლევს. ასე, რომ ჩვენც ვიწყებთ გააქტიურებას, ახალი პრობლემების გამოჩხრეკასა და გამოაშკარავებას, იქნებ ვინმემ წაიკითხოს და მოგვისმინოს.

თუმცა ეს მარტოებს არ გამოგვივა, გვჭირდება მკითხველები, აქტიური სტუდენტები, რომლებიც მოგვაწვდიან პოსტებს, შეგვატყობინებენ თავიანთი პრობლემების შესახებ…

სანამ ახალ პოსტებს შემოგთავაზებდეთ, წაიკითხეთ ძველები.

ახალი მკითხველები კი გაიეცანით ჩვენი ბლოგის სტრუქტურასა და მიზანს, მოგვაწოდეთ იდეები და გააქტიურდით.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.